დუშეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საკვები პროდუქტები გადაეცათ

დღეიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების 700-მდე აღსაზრდელისათვის, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, საკვები პროდუქტების გაცემა დაიწყო.

ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის ცენტრის თანამშრომლებთან და მოხალისეებთან ერთად პროდუქტების გაცემის პროცესში პირადად მიიღეს მონაწილეობა მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და მერის მოადგილემ ზაქარია ხეხელაშვილმა.
მუნიციპალიტეტის თვრამეტივე საბავშვო ბაღში 12 სახის არამალფუჭებადი პროდუქტისაგან შემდგარი სასურსათო პაკეტი დარიგდა, რის შედეგადაც მშობლებს შესაძლებლობა მიეცემათ თავად მოუმზადონ სადილი სახლში პატარებს კვების სრულფასოვანი რაციონით.
საკვები პროდუქტი აღსაზრდელების ნაწილს ადგილზე გადასცეს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით შექმნილმა მოხალისეთა ჯგუფებმა, მერის წარმომადგენლებმა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში და საკრებულოს წევრებმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად