დუშეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს მაისის თვის სურსათის მარაგი გადაეცათ

დუშეთის მუნიციპალიტეტის 18 საბავშვო ბაღის 679 აღსაზრდელს, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, მაისის თვის საკვები პროდუქტები გადაეცა.

ა(ა)იპ “სკოლამდელი აღზრდის ცენტრის” თანამშრომლებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, რომელიც გაეცნო პროდუქტების გაცემის პროცესს და საბავშვო ბაღის პერსონალს გაესაუბრა. მუნიციპალიტეტის თვრამეტივე საბავშვო ბაღში თითოეულ აღსაზრდელზე 11 სახის პროდუქტისაგან შემდგარი, 52.07 ლარის ღირებულების მქონე სასურსათო პაკეტი (პური, კვერცხი, ტომატი, ზეთი, კარტოფილი, სტაფილო, ვაშლი, ხაჭო მაწონი, ძროხის ხორცი, ქათმის ფილე) დარიგდა, რის შედეგადაც მშობლებს შესაძლებლობა მიეცემათ თავად მოუმზადონ სადილი სახლში პატარებს კვების სრულფასოვანი რაციონით. აღსანიშნავია, რომ მარტის თვეში ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის ცენტრმა საბავშვო ბაღის ყველა აღსაზრდელს 58.38 ლარის ღირებულების სასურსათო კალათა გადასცა, ხოლო აპრილის თვეში – 56.42 ლარის საკვები პროდუქტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად