დუშეთის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა

“გუშინ შემოყვანილი სამი ქალი გადმოყვანილია ავარიის ადგილიდან. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის კრიტიკული”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებტან განაცხადა.

“გუშინ შემოყვანილი სამი ქალი გადმოყვანილია ავარიის ადგილიდან. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის კრიტიკული. ორი მათგანის მდგომარეობა განსაკუთრებით, აღენიშნებათ უარყოფითი დინამიკა, განვითარდა შინაგანი სისხლდენა და პაციენტები სასწრაფო წესით შეყვანილ იქნან საოპერაციო ბლოკში და მიმდინარეობს ოპერაცია. ერთი მათგანის მდგომარეობა ამ ეტაპზე შედარებით სტაბილურია. უტარდებათ კვლევები. ამ ეტაპზე სამივე მათგანთან არის სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები”, – განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგადაც მიკროავტობუსი გადავარდა კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გარდაცვლილია 17 ადამიანი, 3 დაშავებული თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.

ფოტო Timer.ge.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად