დუნაიზე ჩაძირული კატარღის ამოყვანის შემდეგ მასზე 6 წლის ბავშვის ცხედარი ნახეს

დღეს, ადრე დილით, ბუდაპეშტში, 29 მაისს დუნაიზე დატრიალებული ტრაგედიის შედეგად ჩაძირული კატარღა “Hableany” ამოყვანა დაიწყეს.

მცურავი ამწეს საშუალებით წყლის ზედაპირზე კატარღის ყველაზე მაღალი ნაწილის, კაპიტნის კოშკურას გამოჩენის შემდეგ, კატარღიდან მძლავრი ტუმბოებით წყლის ამოქაჩვა დაიწყეს და მხოლოდ შემდეგ, ძალიან ნელა გააგრძელეს კატარღის ამოყვანა, რაც საბოლოოდ ახლახანს დასრულდა და კატერღა ბარჟაზე მოათავსეს.

უნგრული პრესის ცნობით, ამ დროისთვის კატარღაზე ნახეს 4 დაღუპულის, მათ შორის კატარღაზე ბებიასთან და ბაბუასთან ერთად მყოფი ერთადერთი, 6 წლის ასაკის ბავშვის ცხედარი.

შეგახსენებთ, რომ 29 მაისს, ბუდაპეშტში, მდინარე დუნაიზე, ადგილობრივი დროით 21:00 საათზე, ორგემბანიან კატარღა “Hableany”, მასზე მყოფი 33 კორეელი ტურისტით და ეკაპაჟის წევრი 2 უნგრელით, კატარღა “Viking Sigyn” შეეჯახა. შეჯახების შედეგად “Hableany” გადაბრუნდა და 7 წამში ჩაიძირა. ტრაგედიის მომენტში 7 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, 7 დაღუპული იპოვეს, 21 კი დაკარგულად ითვლებოდა. მომდევნო დღეებში მდინარეში კიდევ რამდენიმე დაღუპულის გვამს მიაკვლიეს და დღემდე ტრაგედიის დროს დაღოპულად 19 ადამიანი ითვლებოდა, 9 კი უგზო უკვლოდ დაკარგულად.

მასალა მოამზდა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად