დუმბაძე: ივანიშვილი ითხოვს პანღურს,ის ამ პანღურს მიიღებს!

ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერმა მურმან დუმბაძემ “კურიერთან” სამართალდამცავების მხრიდან კანონდარღვევაზე საუბრისას განაცდადა.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიციამ მთლიანად გადაკეტა გზა. მე მახსოვს ძველი ხელისუფლებების დროს, მე მონაწილე ვარ 90-იანი წლების მიტინგების, 2000-იანი წლების მიტინგების, 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგის 2011 წლის 26 მაისის. იყო წინააღმდეგობა პოლიციის მხრიდან, მაგრამ გზის გადაკეტვა, ჩახერგვა ისე, რომ მოქალაქე ვერ გადაადგილდეს ასეთი რამ საქართველოს უახლოეს ისტორიაში არ მაგონდება.

ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი ითხოვს პანღურს. და თუ ის პანღურს ითხოვს, პირდაპირ ვეტყვი, როგორც საქართველოს მოქალაქე მურმან დუმბაძე, რომ ის იმსახურებს პანღურს და ამ პანღურს მიიღებს,“-განაცხადა მურმან დუმბაძემ.

ცნობისთვის,კახეთში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გაავრცელა მათი განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საპროტესტო აქციის მონაწილეებს შესთავაზა ალტერნატიული ტრანსპორტი, რომელიც ფეხითმოსიარულეებს თელავში უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფს. უწყების განმარტებით, შეთავაზების მიუხედავად, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა დააზიანეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად