დუმას, საქართველოდან რუსეთში ღვინისა და წყლის ექსპორტის და ფულადი გზავნილების აკრძალვა სურს

რუსეთის სახელმწიფო დუმა, ქვეყნის ხელისუფლებას, ვლადიმირ პუტინის მისამართით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემის ეთერში გაჟღერებული უცენზურო გამონათქვამების საპასუხოდ, სანქციების დაწესების საკითხის განხილვას შესთავაზებს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

შესაბამისი განცხადება რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა, დუმის საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, დუმას საქართველოდან რუსეთში ღვინისა და წყლის ექსპორტისა და ფულადი გზავნილების აკრძალვა სურს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...