დუმა: “საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის ხალხის გენოციდის” საკითხზე დუმას ჯგუფი იმუშავებს

ამის შესახებ შესაბამის განცხადებას რუსეთის დუმა ავრცელებს. სამუშაო ჯგუფს კი დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვიქტორ ვოდოლაცკი ჩაუდგება სათავეში. ამის შესახებ კი რუსეთის სახელმწიფო დუმას თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ დუმას სახელმწიფო საბჭომ უკვე განიხილა მიმართვა, რომელიც 1920 წელს ქართველი ნაციონალისტების მხრიდან ოსების გენოციდის აღიარებას გულისხმობს. განხილვის დასრულების შემდეგ კი, დუმამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, მანამდე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 1919 და 1920 წელს ქართველი ჯარისკაცები ოსებს სასტიკად მოექცნენ, რასაც პუტინის თქმით, “გენოციდს უწოდებენ”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...