“დსთ-სთან შემცირებული ექპორტით საქართველო 800 მილიონ დოლარს იზარალებს”

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წელს 206 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის იანვართან შედარებით 22 პროცენტით ნაკლები მაჩვენებელია. აქედან ექსპორტმა 55 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 51 პროცენტით ნაკლები მაჩვენებელია. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 30 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 35 პროცენტი. საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის იანვარში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 25 პროცენტი. 

მიმდინარე წელს, უკრაინაში გადახდისუუნაროდ შესაძლოა 30 ბანკი გამოცხადდეს. ანაბრების საგარანტიო ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში ლიკვიდაციის რეჟიმში 30-მდე ბანკი იმყოფება. 2015 წლის 2 თვეში უკრაინის ბანკებიდან, დეპოზიტების გადინებამ უკვე 18 მილიარდი გრინვა შეადგინა.

უკრაინას დეფოლტის პირას მდგომ ქვეყანას უწოდებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ემზარ ჯგერენაია. მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე წელს სავაჭრო ბრუნვის დაახლოებით 80%-ით შემცირდება, რაც საქართველოს მთლიან ექსპორტზე საკმაოდ უარყოფითად აისახება.

"უკრაინა ფაქტიურად დეფოლტის ზღურბლზეა, ამის ფასი კი საქართველოსთვის დაახლოევით 200 მილიონი დოლარია – რაც საქართველოს ექსპორტის დაახლოებითი მოცულობა იყო უკრაინაში.

ანალოგიური მდგომარეობაა რუსეთთან მიმართებაშიც. დსთ-ს ბაზარი საქართველოსთვის მილიარდ 600 მილიონ დოლარს შეადგენდა. სავარაუდოდ ჩვენი ექსპორტის დანაკარგი ამ მიმართულებით 2015 წელს 800 მილიონი დოლარი იქნება",- ემზარ ჯგერენაია. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად