დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა ოთხი დეპუტატით განისაზღვრა

საარჩევნო დარღვევების მიზეზების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა ვინაობა ცნობილია.

არჩევნების შედეგების შესასწავლად შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისია ოთხი დეპუტატით დაკომპლექტდება, სადაც ორი წევრი ოპოზიციის, ორი კი უმრავლესობის წარმომადგენელი იქნება.

უმრავლესობას კომისიაში გივი მიქანაძე და ალუდა ღუდუშაური, „ევროპელ სოციალისტებს“ კი დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია წარმოადგენენ. პარტია „მოქალაქეები“ კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა და კვოტები საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განსაზღვრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...