Dow Jones-ის ინდექსმა, ბოლო 11 თვის განმავლობაში მაქსიმალური შიდა ვარდნა აჩვენა

ინდექსმა Dow Jones Industrial Average (DJI), 14 აგვისტოს, საფონდო ბირჟის დახურვისას, 800 პუნქტზე მეტი, ანუ 3,05% დაკარგა. ეს მოხდა მას მერე, რაც აშშ-ის სახელმწიფო ვალის ბაზარზე ორწლიანი და ათწლიანი ობლიგაციების მოგების ინვერსია დაფიქსირდა.

ბოლოს, DJI-ის ინდექსმა ერთ დღეში ამდენი პუნქტი 2018 წლის ოქტომბერში დაკარგა.

S & P 500-მა კი თავის მხრივ 85,72 პუნქტი, ანუ 2,39% დაკარგა, NASDAQ Composite 242,42 პუნქტით, ანუ 3,02%-ით დაეშვა, 7773,94 პუნქტამდე.

აშშ-ის ორწლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავალმა, 2007 წლის შემდეგ პირველად გადააჭარბა ათწლიანის შემოსავალს. ინვერსია მცირე დროის განმავლობაში ფიქსირდებოდა.

შემოსავლების მრუდის ინვერსიას, აშშ-ში, მომავალი ეკონომიკური რეცესიის საიმედო ინდიკატორად მიიჩნევენ. ნორმალური სიტუაციის დროს, ათწლიანი ობლიგაციების შემოსავლების მაჩვენებელი უფრო მაღალია ვიდრე მოკლევადიანის. ვინაიდან, ინვერსია იმასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ ინვესტორები მოკლევადიან პერსპექტივაში უფრო დიდ რისკს ხედავენ, ვიდრე გრძელვადიანში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად