Dow Jones-ის ინდექსი ისტორიულ რეკორდულ მაჩვენებელს მიუახლოვდა

Dow Jones-ის ინდუსტრიული ინდექსი, უკვე მეხუთე სავაჭრო სესიაა, რაც იზრდება. 10 სექტემბერს ინდიკატორმა 0,28%-ის ზრდა აჩვენა. ინდექსი 26909,43 პუნქტამდე გაიზარდა. ისტორიული რეკორდის გამეორებამდე, რომელიც 27359,16 პუნქტს შეადგენს და იგი 2019 წლის ივლისში დაფიქსირდა, Dow Jones Industrial Average-ს სულ რაღაც 1,6% აშორებს.

Dow Jones სამშაბათს, ტექნოლოგიის ინდექს NASDAQ-ის შემცირების ფონზე გაიზარდა. NASDAQ-მა 0,004% დაკარგა. ექსპერტი ამ მოვლენას იმას უკავშირებენ, რომ ინვესტორები ცდილობენ, გადმოერთონ ტექნოლოგიური კომპანიების აქციებიდან სხვა სფეროს წარმომადგენელ კომპანიებზე, ვინაიდან ტექნოლოგიური კომპანიები რეგულარული წნეხის ქვეშ არიან აშშ-სა და ჩინეთის სავაჭრო ომის ფონზე.

სიტუაციამ სავაჭრო ბირჟებზე, ბოლო ორი დღეა, დაადასტურა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში ვაჭრობა თავშეკავებულად წარიმართება. ინვესტორების აქტიურობა დაბალია, ისინი ელოდებიან უმსხვილესი ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებებს საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...