დორტმუნდში გამარჯვების შემდეგ “ბაიერნი” 7 ქულით დაწინაურდა

გერმანიაში ბუნდესლიგის 28-ე ტურის პირველი ოთხი შეხვედრა გაიმართა

დორტმუნდის “სიგნალ იდუნა პარკზე” ადგილობრივი “ბორუსია” მიუნხენის “ბაიერნს” მასპინძლობდა.

მე-2 ადგილზე მყოფ მასპინძლები სტუმრებს 4 ქულით ჩამორჩებოდნენ და მათი წარმატების შემთხვევაში ჩემპიონობისთვის ბრძოლა უაღრესად დაძაბული გახდებოდა. ფრე ჩემპიონობისთვის ბრძოლას ინტრიგას შეუნარჩუნებდა, სტუმრების გამარჯვების შემთხვევაში მათი გაჩემპიონების საკითხი პრაქტიკულად გარკვეული ხდებოდა.

ორმხრივ შეტევებში მიმდინარე პირველი ტაიმის მიწურულს “ბაიერნის” ნახევარმცველმა იოზუა კიმიხმა საჯარიმო მოედნის გარედან დარტყმით შესანიშნავი პარაშუტი-გოლი გაუტანა კარის ხაზიდან ოდნავ წინ გამოსულ ბიურკს.

შეხვედრის მეორე ნახევარში “ბაიერნმა” შეძლო თავისი თამაშის მასპინძლებისთვის თავს მოხვევა, დიდხანს აკონტროლებდა ბურთს, მუდმივ პრესინგში ამყოფებდა მასპინძლებს, რეალური მომენტის შექმნის შანსს არ აძლევდა მათ და  საბოლოოდ, მეტად მნიშვნელოვან შეხვედრაში მოიპოვა გამარჯვება.

ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე სხვაობა მეორეადგილოსანთან 7 ქულაა. გერმანელი მიმოხილველების თქმით, აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ ასეთი სხვაობით დაწინაურებულ გუნდს ბუნდესლიგის ჩემპიონობა არ მოეპოვებინა.

ტურის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

“ბაიერი” ლევერკუზენი – “ვოლფსბურგი” 1:4(0:1)
“აინტრახტი” ფრანკფურტი – “ფრაიბურგი” 3:3(1:1)
“ვერდერი” ბრემენი – “ბორუსია” მიოხენგლადბახი 0:0

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად