დორდრეხტში მომხდარ სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ნიდერლანდებში, ქალაქ დორდრეხტში მომხდარი სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას როტერდამის პოლიცია Twitter-ზე ავრცელებს.

გარდა ამისა, მძიმედ არის დაჭრილი ერთი ადამიანი. ამ ეტაპზე სახლში, სადაც სროლა მოხდა, ექსპერტიზა ტარდება.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უცნობმა პირმა დორდრეხტში სროლა ატეხა. სროლის ხმები სახლიდან გამოდიოდა.

აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყველა დაღუპული, დაჭრილი და თავად მსროლელიც ერთო ოჯახის წევრები არიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად