„დოქტორ გუდსი“ მსოფლიოს უმსხვილესი გამოფენიდან დიდი წარმატებით ბრუნდება

გერმანიის ქალაქ დუსელდორფში 15-18 ნოემბერს მსოფლიოში უმსხვილესი სამედიცინო მასალებისა და ტექნიკის გამოფენა Medica Düsseldorf გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 70 ქვეყნის 3,500 ზე მეტი მწარმოებელი და გამოფენას ეწვია 46, 000 ზე მეტი ვიზიტორი.

პირველად გამოფენის ისტორიაში საკუთარი სტენდით წარმოდგენილი იყო ქართული სამედიცინო მასალების მწარმოებელი კომპანია „დოქტორ გუდსი“ რომელიც, ქირურგიული ტექსტილის პირველი საწარმოა საქართველოში.

გამოფენის განმავლობაში „დოქტორ გუდსმა“ გამართა შეხვედრა 150-ზე მეტ სადისტრიბუციო კომპანიასთან.
ხელი მოეწერა სადისტრიბუციო კონტრაქტებს: პოლინეთის, ლიეტუვის, იტალიის, ესპანეთის, გერმანიის და საბერთნეთის უმსხვილეს იმპორტიორებთან, რომლებიც განახორციელებენ „დოქტორ გუდსის“ პროდუქციის იმპორტს მითითებულ ქვეყნებში.

„დოქტორ გუდსი“ სამედიცინო ტექსტილის პირველი ქართული საწარმოა, რომელიც 2019 წელს გაიხსნა და სამედიცინო სექტორს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ქირურგიულ ნაკრებეებს და პერსონალური დაცვის საშუალებებს.
“დოქტორ გუდსი” ერთადერთი ქართული საწარმოა, რომელსაც მიღებული აქვს სამედიცინო მასალების მწარმოებლის, უმაღლესი კლასის სტანდარტის ISO 13 485 სერტიფიკატი და ევროკავშირის ბაზარზე დაშვებისთვის აუცილებელი CE მარკირება.

“დოქტორ გუდსის” მიზანია საქართველო მსოფლიო რუკაზე მოინიშნოს, როგორც უმაღლესი ხარისხის სამედიცინო სახარჯი მასალის მწარმოებელი ქვეყანა.

 

კომენტარები
იტვირთება...