დონეცკთან, ავტობუსზე ჭურვის მოხვედრის შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა

დონეცკის მახლობლად, ბუგასის ბლოკპოსტთან, რომელიც დასახლებულ პუნქტ ვოლნოვახთან არის მოწყობილი, დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა სამგზავრო ავტობუსს ჭურვი ესროლეს. 

ოლქის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსის, ელენა მალიუტინის განცხადებით, ადგილზე დაიღუპა 10 ადამიანი. მძიმედ დაშავებული 13 მოქალაქე სტაციონარშია გადაყვანილი. ინფორმაცია დაადასტურა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა დონეცკის ოლქში, ვიაჩესლავ აბროსკინმა.

რამდენიმე დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია. შემთხვევის ადგილზე უკვე მუშაობს უკრაინის შსს-ს საგამოძიებო ჯგუფი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...