დონეცკში ეუთოს დამკვირვებლები ორმხრივ სროლაში მოჰყვნენ

დონეცკის აეროპორტთან ეუთოს საპატრულო ეკიპაჟი სროლაში მოჰყვა. ინფორმაციას უსაფრთხოების ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრე ხუგა ავრცელებს. 

„ჩვენი საპატრულო ეკიპაჟი პირდაპირი ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.“ – აცხადებს ხუგა. მისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მთელი დღის განმავლობაში ორმხრივი სროლა არ შეწყვეტილა, ბრძოლები გრძელდება და შეწყვეტას პირი არ უცანს. 

უკრაინელი ძალოვნები აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგის შეტევებს იგერიებენ და დონეცკის აეროპორტში ჯერ-ჯერობით პოზიციებს ინარჩუნებენ.

კომენტარები
იტვირთება...