A1 ბანერი

დონეცკში ბოევიკებმა უკრაინელი სამხედროები ე.წ სირცხვილის კორიდორში გაატარეს

დონეცკის აეროპორტისთვის ბრძოლის დროს, ტყვედ აყვანილი 18 უკრაინელი სამხედრო ბოევიკებმა ქალაქის ცენტრში, “სირცხვილის კორიდორში” გაატარეს,-ამის შესახებ ინფორმაციას და ვიდეომასალას Podrobnosti.ua ავრცელებს. 

მათივე ცნობით სამხედროები აეროპორტიდან ტროლეიბუსის აფეთქების ადგილამდე ე.წ სირცხვილის კორიდორში გაატარეს. გავრცელებული ცნობით, უკრაინელი სამხედროები აიძულეს, ტროლეიბუსში დაღუპული ადამიანების ცხედრები სატვირთო მანქანაში გადაეტანათ.

აღნიშნულ ფაქტს ქალაქში ადგილობრივები შეესწრნენ. აღნიშნული ინიციატივის ავტორი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერი ალექსანდრე ზახარჩენკოა, რომელმაც რამდენიმე საათის წინ მისი გეგმების შესახებ განცხადება გაავრცელა.

“მე ამ კიბორგებს დღეს გავაგდებ იმ ადგილზე, სადაც ადამიანები ააფეთქეს, გავიყვან ქუჩებში, რომ ყველან ნახოს, თუ ვისთან გვაქვს ომი.. ისინი ფეხით გაივლიან აეროპორტიდან გაჩერებამდე და პატიებას ითხოვენ”,-განაცხადა ზახარჩენკომ.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, არეულობები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყო, ქვეყნის ხელისუფლებამ კი აღნიშნულ რეგიონებში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციისა და ბოევიკების მხარდაჭერის გამო, დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ, ავსტრალიამ, იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, საპასუხოდ რუსეთმა აღნიშნული ქვეყნებიდან გარკვეული პროდუქციის იმპორტი აკრძალა/შეზღუდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...