დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა ქვეყანაში არსებული ვითარების გამო დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა,-ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც არსენი იაცენიუკმა აღნიშნა, ასეთი ნაბიჯი ხელს შეუწყობს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

მარიუპოლში და სხვა აღმოსავლეთ რეგიონების ქალაქებში ვითარება რამდენიმე დღის წინ დაიძაბა, როდესაც ბოევიკებმა დონეცკის აეროპორტი აიღეს, შემდგომ კი მარიუპოლის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა განახორციელეს.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, არეულობები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყო, ქვეყნის ხელისუფლებამ კი აღნიშნულ რეგიონებში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციისა და ბოევიკების მხარდაჭერის გამო, დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ, ავსტრალიამ, იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, საპასუხოდ რუსეთმა აღნიშნული ქვეყნებიდან გარკვეული პროდუქციის იმპორტი აკრძალა/შეზღუდა.

კომენტარები
იტვირთება...