დონეცკისა და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკებში არჩევნები დაიწყო

დონეცკისა და ლუგანსკის არაღიარებულ რესპუბლიკებში საარჩევნო უბნები გაიხსნა. ორივე დე ფატო რესპუბლიკაში ხმის მიცემა, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე შეწყდება.

დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 408 საარჩევნო უბანი გაიხსნა. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა 5 კანდიდატიდან ერთ-ერთს უნდა მისცენ ხმა, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერი გახდება. კანდიდატები არიან: დენის პუშილინი, იურისტი ელენა შიშკინა, დეპუტატი რომან ხრამენკოვი, განათლებისა და მეცნიერების ყოფილი დე ფაქტო მინისტრის მოადგილე ვლადიმირ მედვედევი და საზოგადო მოღვაწე რომან ევსტიფეევი.

ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკაში კი ოთხი პრეტენდენტია: ლეონიდ პასეჩნიკი, ოლეგ კოვალი, ლუდმილა რუსნაკი და ნატალია სერგუნი.

დე ფაქტო რესპუბლიკებში არჩევნები მას მერე ჩაინიშნა, რაც მოკლული იქნა დონეცკის არაღიარებული რესპუბლიკის ლიდერი ალექსანდრ ზახარჩენკო. მას მიმდინარე წლის აგვისტოში, დონეცკის კაფეში მოუწყვეს აფეთქება, რასაც იგი ვერ გადაურჩა.

კიევი ემიჯნება აღნიშნულ არჩევნებს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი ამას საცირკო წარმოდგენას უწოდებს და აცხადებს, რომ რუსეთის წინაარმდეგ, ამის გამო, კიდევ დამატებითი სანქციები განხორციელდება.

კრემლში კი, თავის მხრივ მიაჩნიათ, რომ აღნიშნული არჩევნების ჩატარება წინააღმდეგობაში არ მოდის მინსკის შეთანხმებასთან. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ვინ იქნება დე ფატქო რესპუბლიკების ლიდერი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად