დონეცკის ე.წ. ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ დონბასი მალე რუსეთის შემადგენლობაში შევა

ოკუპირებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ და დონბასის მოხალისეთა კავშირის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბოროდაიმ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში დონბასის რესპუბლიკა რუსეთის შემადგენლობაში შევა. მან შესაბამისი განცხადება გააკეთა სანქტ-პეტერბურგში გააკეთა.

“დარწმუნებული ვარ, რომ მოკლე დროში, დონბასის რესპუბლიკა აღარ იქნება რუსეთის ფედერაციის დე ფაქტო ნაწილი და გახდება დე იურე ნაწილი,” – თქვა ბოროდაიმ.

აქამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეუძლებელია იმ მოთხოვნების შესრულება, რომლებსაც რუსეთი უკრაინისგან მოითხოვს. “ვერავინ ვერაფერს მოსთხოვს უკრაინას, ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ”, – თქვა მან.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ დიმიტრი კოზაკმა განაცხადა, რომ “ნორმანდიული ოთხეულის” ლიდერების პოლიტიკურ მრჩევლების მოლაპარაკება, კიევის პოზიციის გამო კონსესუამდე ვერ მივიდა. მისი თქმით, უკრაინამ ვერ მიაწოდა მკაფიო და გასაგები პასუხი დოკუმენტის შემუშავების ვადის შესახებ, რომელიც დონბასის სტატუსის გაძლიერების მიზნით, საშუალებას მისცემს ცვლილებებს ქვეყნის კონსტიტუციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად