დონბასში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

დონბასში, ქალაქ კრამატორსკში სამხედრო ვერტმფრენ Mi-2-ის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ტელეარხ „112 უკრაინას“ ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრ მოტუზიანიკმა განაცხადა.

"წინასწარი ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაიღუპა. ეკიპაჟის სამი წევრი და ორი მგზავრი ", – განაცხადა მან.

ქალაქ კრამატორსკში უკრაინული სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის თაობაზე ინფორმაცია, 26 მარტს, ATO-ს პრეს-ცენტრმა Facebook-ის გვერდზე გაავრცელა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ავარიის მიზეზი სავარაუდოდ ვერტმფრენის ელექტროგადამცემ ხაზთან შეჯახება გახდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია ინციდენტი და რა ვითარებაში ჩამოვარდა ვერტმფრენი. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად