დონალდ ტუსკი: უკრაინამ ახალ წლამდე, შესაძლოა, 2 მილიარდი ევრო მიიღოს

საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, უკრაინამ ახალ წლამდე, შესაძლოა, 2 მილიარდი ევრო მიიღოს,-ამის შესახებ ევროპის საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკმა პოლონურ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, უკრაინაში არსებული სიტუაცია დაუყონებლივ რეაგირებას საჭიროებს.

“ჩვენ ამისათვის უკვე მზად ვართ. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ისთანხა, რომელსაც უკრაინა ითხოვს, მაგრამ ეს იქნება სერიოზული თანხა. ფინანსური მხარდაჭერი უკრაინასთვის არის ევროკავშირის პრიორიტეტი, ამ თანხამ, შესაძლოა, 2 მილიარდი ევრო შეადგინოს”,-განაცხადა ტუსკმა.

ამასთან, როგორც ტუსკმა აღნიშნა, უკრაინისთვის  მხარდაჭერის მეორე მნიშვნელოვანი ელემენტი – ჰუმანიტარული დახმარებაა.

უცხოური მედიის ცნობით, ევროკავშირი უკრაინას ფინანსურ დახმარებას ევროპის საინვესტიციო ბანკის მეშვეობით გადასცემს.

ცნობისათვის, რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციისა და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში არეულობების ხელშეწყობის გამო, დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ, იაპონია, ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. საპასუხოდ, რუსეთმა აღნიშნული ქვეყნებიდან გარკვეული პროდუქციის იმპორტი შეზღუდა/აკრძალა. ამ მოვლენების ფონზე, 2015 წლისთვის ექსპერტები უკრაინის ეკონომიკის -7.3%-იან ვარდნას ვარაუდობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად