დონალდ ტუსკი: ლონდონი და ბრიუსელი მეგობრებად დარჩებიან

ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი Brexit-ის შეთანხმების შესახებ რთულ რატიფიცირებას და ამ საკითხზე რთულ მოლაპარაკებებს ელიან, თუმცა შედეგების მიუხედავად, ლონდონი და ბრიუსელი მეგობრებად დარჩებიან. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ევროპის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირს ბრიტანეთთან ახლო პარტნიორობა ექნება.

“ჩვენ მეგობრებად დავრჩებით”, – განაცხადა ევროპის საბჭოს თავმჯდომარემ.

ევროკომისიის ხელმძღვანელის ჟან-კლოდ იუნკერის შეფასებით, Brexit-ის შეთანხმება “საუკეთესო და ერთადერთია ორივე მხარისთვის”.

თუმცა, მან ბრიტანეთის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ თუ შეთანხმება არ დამტკიცდება, ამას შედეგები მოყვება.

სტატიის ავტორი თაკო ჩხაიძე
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად