დონალდ ტუსკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს შეხვდა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შეხვდნენ. საუბარი შეეხებოდა რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ მცოცავი ოკუპაციის, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა და ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკითხებს, ამასთან დაკავშირებით ინფოირმაციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.  
 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქარძის თქმით „ძალიან კარგი, მეგობრული და გულწრფელი შეხვედრა გვქონდა. ვფქრობ ძალიან ბევრი საინტერესო ინტერესი გვაქვს ჩვენ და ევროკავშირის ხელმძღვანელობას. ეს, რა თქმა უნდა, შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის დაცვას, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ასევე, ქვეყანაში დაპირისპირებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას.

ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის მეტი ევროპული ინტეგრაციისთვის“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...