დონალდ ტრამპსა და ისრაელის პრემიერმინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ისრაელის პრემიერმინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო მოლაპარაკებები გამართეს, რომლის დროსაც განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმების გაფორმება. ამის შესახებ დონალდ ტრამპი თავის Twitter-ზე წერს.

„დღეს მე სატელეფონო საუბარი მქონდა პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუსთან, რათა განგვეხილა ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხები. ეს შეთანხმება გაამყარებდა უზარმაზარ კავშირს, რომელიც ამორ ქვეყანას შორის არსებობს.

მოულოდნელად ველი ამ განხილვის გაგრძელებას, მას მერე რაც ისრაელში არჩევნები ჩატარდება, როდესაც ჩვენ გაეროში, თვის ბოლოს შევხვდებით“, – წერს ტრამპი.

ისტორიაში პირველად, ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 17 სექტემბერს ჩატარდება. არჩევნები აპრილში ჩატარებული ხმის მიცემის შემდეგ დაინიშნა, მას მერე, რაც ნეთანიაჰუმ ხელისუფლების ფორმირება ვერ მოახერხა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად