დონალდ ტრამპს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე გოლფის თამაში სურს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე გოლფის თამაშის დრო ექნება. ამის შესახებ მან Twitter- ზე დაწერა.

დონალდ ტრამპი 11-12 ივლისს ბრიუსელში, ნატოს სამიტზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც ლონდონში ვიზიტით გაემგზავრა, სადაც დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ს შეხვდა. ამჟამად ამერიკის პრეზიდენტი შოტლანდიაში, Trump Turnberry-ის სასტუმროში იმყოფება.

„ჩამოვედი შოტლანდიაში და Trump Turnberry-ში ვიქნები ორი დღით შეხვედრებისთვის, ზარებისთვის. გოლფი ჩემი ვარჯიშის ძირითადი ფორმაა! შესანიშნავი ამინდია და საოცარი ადგილი! ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისთვის ხვალ ჰელსინკში მივდივარ“,-წერს ტრამპი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...