დონალდ ტრამპს ვენეუელასთან საზღვაო ბლოკადის დაწყება სურს

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ს თავდაცვის უწყების ოფიციალურ წარმომადგენლებს შესთავაზა, რომ ვენესუელასთან საზღვაო ბლოკადა შეიქმნას. ამის შესახებ ინფორმაციას Axios ხუთი ყოფილ და ამჟამინდელი მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებმაც ქვეყნის ლიდერის ამ თხოვნის შესახებ შეიტყვეს.

გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა მათ ვენესუელის სანაპიროს გასწვრივ გემების განთავსება და, ამრიგად, ვენესუელასთან საზღვაო ბლოკადის შექმნა შესთავაზა.

წყაროებმა აღნიშნეს, რომ დონალდ ტრამპს იდეის განხორციელება დაახლოებით წელიწადნახევარში სურს.

”მან სიტყვასიტყვით განაცხადა, რომ ჩვენ გემები უნდა გამოვიყვანოთ და საზღვაო ბლოკადა მოვაწყოთ,” – აღნიშნა წყარომ.

თუმცა, მათივე თქმით, პენტაგონში დონალდ ტრამპის მხრიდან ასეთ წინადადებას ენთუზიაზმის გარეშე შეხვდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...