დონალდ ტრამპს სირიაში ნავთობის საბადოების მიტაცებაში ადანაშაულებენ

წარმომადგენელთა პალატის წევრი ტულსი გაბარდი აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სირიაში ნავთობის საბადოების მიტაცებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ Fox News-ი იუწყება.

დემოკრატიული პარტიიდან შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, დონალდ ტრამპმა  სირიაში სამხედრო კონტინგენტი, არა ტერორისტულ დაჯგუფებებთან საბრძოლველად, არამედ “ნავთობის საბადოების დასაცავად დატოვა”.

როგორც ტულსი გაბარდი აღნიშნავს, სირიის მოსახლეობამ შესაძლოა აუცილებელ რესურსებსა და ენერგიის ძირითადი წყაროზე კონტროლი დაკარგოს.

პოლიტიკოსმა გაიხსენა, რომ აშშ-ს ჯარებმა პირველ რიგში ეროვნული უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ.

კონგრესმენი მიიჩნევს, რომ ამგვარი პოლიტიკა ამერიკელ ჯარისკაცებს “შეურაცხყოფს”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად