დონალდ ტრამპს კორონავირუსის შესამოწმებელი ტესტი არ გაუვლია

აშშ-ის ადმინისტრაციის პრესმდივნის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ახალ კორონავირუსზე შესამოწმებელი ტესტი არ ჩაუბარებია.

დონალდ ტრამპს შეხება ჰქონდა წარმომადგენელთა პალატის იმ ორ კონგრესმენთან, რომლებმაც ნებაყოფლობით კარანტინზე წასვლის შესახებ განაცხადეს

„პრეზიდენტს კორონავირუსის შესამოწმებელი ტესტი არ ჩაუტარდა, რადგან მას არ ქჰონია გრძელვადიანი კონტაქტი რომელიმე ინფიცირებულთან. მას ვირუსის არანირი სიმპტომი აღენიშნება“ – აცხადებს პრესმდივანი.

მისი თქმით, ტრამპს მშვენიერი ჯანმრთელობა აქვს, რომელსაც მისი პირადი ექიმი აკონტროლებს.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპს კონტაქტი ჰქონდა კონგრესმენებთან მეტ გეიტსთან და დაგ კოლინსთან, რომლებმაც განაცხადეს, რომ 14 დღიან კარანტინზე ნებაყოფლობით მიდიან, ვინაიდან შესაძლოა, თებერვლის ბოლოს ჩატარებულ კონსერვატორების კონფერენციაზე შეხება ჰქონოდათ კორონავირუსთან. გეიტსი ტრამპთან ერთად ერთი თვითმფრინავით მიფრინავდა, ხოლო კოლინსმა მას ხელი ჩამოართვა. ახალი კორონავირუსი წარმომადგენელთა პალატის არცერთ წევრს დაუდასტურდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად