A1 ბანერი

დონალდ ტრამპმა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი დროებით პრეზიდენტად აღიარა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ასამბლეას ხელმძღვანელობს, ვენესუელის ლიდერად აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

“პრეზიდენტმა ტრამპმა ვენესუელის ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელი ხუან გუაიდო ოფიციალურად აღიარა, როგორც ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი,” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მიკრობლოგ “ტვიტერზე” გავრცელდა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, ვენესუელას ლიდერს ნიკოლას მადუროს იურიდიული უფლებამოსილება აქვს იმისთვის, რომ ვაშინგტონთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს.

მისი თქმით, ამერიკის ხელისუფლება კარაკასთან დიპლომატიურ კავშირებს ქვეყნის ეროვნული კრების პრეზიდენტ (ერთპარტიული პარლამენტი), ხუან გუაიდოსთან გააგრძელებს, რომელმაც 23 იანვარს თავი ვენესუელას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა.

როგორც მაიკმ პომპეომ დასძინა, ვენესუელელმა სამხედროებმა უნდა დაიცვან ყველა ვენესუელელი, ისევე როგორც ამერიკელი და სხვა უცხოელი მოქალაქეები.

ნიკოლას მადუროს მთავრობას მხარდაჭერას უცხადებენ რუსეთი, ბოლივია, მექსიკა და თურქეთი.

რაც შეეხება პრეზიდენტის დროებით მოვალეობის შემსრუებელს, ხუან გუაიდოს მას მხარს უჭერს აშშ, კანადა, კოლუმბია, პერუ, ეკვადორი, პარაგვაი, ბრაზილია, ჩილე, პანამა, არგენტინა, კოსტა-რიკა, გვატემალა, ჰონდურასი, კოსოვო, საფრანგეთი და საქართველო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...