დონალდ ტრამპმა, Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტების თავისივე რეკორდი მოხსნა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, 22 იანვარს, თავის Twitter-ზე 142 პოსტი გამოაქვეყნდა, რაც ტრამპისთვის, თავისი პრეზიდენტობის მანძილზე ახალი რეკორდია.

გავრცელებული მონაცემების მიხედვით, თავისი წინა რეკორდი დონალდ ტრამპმა – 123 პოსტი – მან 2019 წლის 12 დეკემბერს დაწერა. თეთრ სახლში მოსვლამდე კი, მისი რეკორდი 161 პოსტია, რაც მან 2015 წლის 5 იანვარს დაწერა.

დონალდ ტრამპის Twitter-ი, მისი საკომუნიკაციო საშუალებებიდან ყველაზე პოპულარულია. თავად ტრამპის თქმით, იგი თავად წერს თავის პოსტებს და ძალიან იშვიათად თუ ხდება ისე, რომ თავის დამხმარეებს კარნახობს და ისინი აქვეყნებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად