დონალდ ტრამპმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრაპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც თურქეთის წინააღმდეგ, ანკარას მიერ სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაცია “მშვიდობის წყაროს” გამო, ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გულისხმობს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტრამპმა ეს ნაბიჯი იმისათვის გადადგა, რომ თურქეთმა შეწყვიტოს ცეცხლი და დაასრულოს სამხედრო ოპერაცია.

თურქეთის სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ სირიაში 9 ოქტომბერს დაიწყო. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, აღნიშნული ოპერაციის მიზნად ე.წ. უსაფრთხო ზონის შექმნა დაასახელა, სადაც სირიელი დევნილები დაბრუნებას შეძლებდნენ. გარდა ამისა, ოპერაცია მიმართულია ქურთების თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად