დონალდ ტრამპმა სირიაში სამხედრო მისიის გაფართოებას მხარი დაუჭირა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიის აღმოსავლეთით სამხედრო მისიის გაფართოებას მხარი დაუჭირა, რაც ნავთობის საბადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად,-ინფორმაციას Associated Press- ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ახალი გეგმის თანახმად, ჯარები ქურთი მებრძოლების მიერ კონტროლირებადი მიწის დიდ ნაწილს დაიცავენ, რომელიც პროვინცია დეირ ეზ-ზორიდან 150 კილომეტრზე ვრცელდება. თუმცა, როგორც სააგენტო წერს, მისი ზუსტი ზომა ჯერ დადგენილი არ არის.

სააგენტოს წყაროების თანახმად, სირიაში შესაძლოა შეერთებული შტატებიდან მინიმუმ 800 ადამიანი, მათ შორის 200 ჯარისკაცი იყოს, რომლებიც ეტ-ტანფის მთაზე, სამხრეთ სირიაში არიან განლაგებული.

როგორც მედია აღნიშნავს, აშშ-ის პრეზიდენტის ახალი ბრძანებულება უამრავ “რთულ კითხვას” ბადებს იმის შესახებ, შესაძლოა თუ არა აშშ-ს ძალებმა შეტევა მოახდინონ სირიულ, რუსულ თუ სხვა ძალებზე, თუ ისინი ნავთობის საბადოებს საფრთხეს შეუქმნიან.

ოფიციალური პირების თქმით, იურისტები სამხედრო საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების დეტალების გარკვევას ცდილობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად