დონალდ ტრამპმა სი ძინპინს სავაჭრო საკითხზე ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს შესთავაზა, რომ აიოვას შტატში სავაჭრო საკითხზე ხელშეკრულების პირველ ეტაპს ხელი მოეწეროს.

“ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე შესაძლო ადგილს. ეს შეიძლება იყოს აიოვას შტატი. პირველ რიგში, მსურს, რომ გარიგებას მივაღწიოთ”, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ადრე, მხარეები შეხვედრას ჩილეში, APEC სამიტზე გეგმავდნენ, მაგრამ ჩილემ მის ტერიტორიებზე მოლაპარაკებების ჩატარებაზე უარი განაცხადა.

აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა: ”ჩინეთს ნამდვილად სურს ხელშეკრულების დადება, არ მიყვარს გარიგებებზე საუბარი, სანამ ხელშეკრულება არ გაფორმდება, მაგრამ ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ”.

ჩინურმა მხარემ ასევე განაცხადა, რომ სავაჭრო საკითხზე მოლაპარაკებების პროცესში პროგრესი შეინიშნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად