დონალდ ტრამპმა სამხედრო-საჰაერო ძალების ახალი ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბარბარა ბარეტის კანდიდატურა წარადგინა

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მას სურს, რომ აეროკოსმოსური კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი ბარბარა ბარეტი სამხედრო-საჰაერო ძალების ახალი მინისტრი გახდეს. ამის შესახებ მან მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა.

“მოხარული ვარ, რომ აეროკოსმოსური კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი არიზონას შტატიდან ბარბარა ბარეტის კანდიდატურა სამხედრო-საჰაერო ძალების მინისტრის თანამდებობაზე წარვადგინო“,-წერს ტრამპი.

ცნობისთვის ამა წლის 9 მარტს, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურმა, ჰიზერ უილსონმა, რომელიც პენტაგონის ხელმძღვანელის ჯეიმს მეტისის გადადგომის შემდეგ ამ თანამდებობაზე ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მიიჩნეოდა, თანამდებობა დატოვა.

ჰიზერ უილსონი აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილებოდა.
გასული წლის დასასრულს, ჯეიმს მეტისმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან პოლიტიკურ საკითხზე უთანხმოების გამო, აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანამდებობა დატოვა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...