დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი მომხრე შეცდომით შეურაცხყო

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ნიუ-ჰემფშირის შტატის ქალაქ მანჩესტერში სიტყვით გამოსვლისას, რომელიც 2020 წლის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, შეცდომით რესპუბლიკელი პარტიიდან მისი ერთ-ერთი მომხრე შეურაცხყო. ამის შესახებ Fox News-ი იტყობინება.

სტადიონზე დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის დროს მომიტინგეთა ჯგუფი გამოჩნდა, რომელთაც დაცვამ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ყურადღება ერთ – ერთ მამაკაცს მიააქცია და ტერიტორიის დატოვება უბრძანა.
”ამ ბიჭს წონის სერიოზული პრობლემები აქვს. წადი სახლში, დაკავდი სპორტით. გაიყვანეთ აქედან, გთხოვთ”,- განაცხადა ტრამპმა.
დაკავებული რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი მხარდამჭერი, სახელად ფრენკ დოუსონი აღმოჩნდა, რომელსაც მაისური ეცვა, წარწერით “ტრამპი 2020”.
მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს მეთაურმა შეცდომის შესახებ შეიტყო, თავის მომხრეს დაუკავშირდა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, მაგრამ ბოდიში არ მოუხდია.
ფრენკ დოუსონმა აღნიშნა, რომ, მიუხედავად პრეცედენტისა, აშშ-ს პრეზიდენტს დანაშაული არ ჩაუდენია.

თებერვლის ბოლოს, დონალდ ტრამპმა თავისი წინასაარჩევნო კამპანიის მენეჯერად პოლიტტექნოლოგი ბრედ პასკეილი დანიშნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...