დონალდ ტრამპმა, პოლიტიკური საქმიანობისთვის, ფლორიდაში ოფისი გახსნა

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში გახსნა ოფისი, რომელიც შექმნილია ყოფილი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებისთვის, ნათქვამია ტრამპის თანაშემწეების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ოფისი პასუხისმგებელი იქნება პრეზიდენტ ტრამპის მიმოწერაზე, საზოგადოებრივი განცხადებების, გამოსვლებისა და ოფიციალური საქმიანობების წარმართვაზე, შეერთებული შტატების ინტერესების გასაზრდელად და ტრამპის ადმინისტრაციის დღის წესრიგის შესასრულებლად”, – ნათქვამია განცხადებაში.

გასულ ოთხშაბათს, დონალდ ტრამპმა დაარწმუნა თავისი მომხრეები, რომ იგი გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას.

“ჩვენ დავბრუნდებით ამა თუ იმ ფორმით”, – თქვა მან.

ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებაში არ გამოჩენილა მას შემდეგ, რაც იმავე დღეს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს მამულში გაფრინდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად