დონალდ ტრამპმა Oracle-ის მიერ სოციალური ქსელ TikTok-ის ამერიკული სეგმენტის შეძენა დაამტკიცა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაამტკიცა Oracle-ის მიერ სოციალური ქსელის TikTok-ის ამერიკული სეგმენტის შეძენა.

“მე მივეცი კურთხევა ამ გარიგებას. ძალიან კარგი იქნება, თუ მონაწილეები მას ბოლომდე მიიყვანენ.” – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, სოციალური ქსელის ამერიკული სეგმენტი სხვა ქვეყანასთან არ იქნება დაკავშირებული, მათ შორის არც ჩინეთთან. Oracle-ის პარტნიორი გარიგებაში არის Walmart, ამერიკული კომპანია, რომელიც ფლობს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს საცალო ქსელს.

ტრამპმა 31 ივლისს განაცხადა, რომ აპირებს TikTok-ის აკრძალვას შეერთებულ შტატებში. მოგვიანებით მან თქვა, რომ ამერიკულმა კომპანიებმა 15 სექტემბრამდე უნდა დაასრულონ გარიგება, რათა შეიძინონ ეს სოციალური ქსელი ჩინური ByteDance-სგან, წინააღმდეგ შემთხვევაში შეერთებულ შტატებში მისი მუშაობა აიკრძალება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად