დონალდ ტრამპმა ”ოპეკისგან” ნავთობზე ფასების შემცირება მოითხოვა

NULL

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას “ოპეკისგან” ნავთობზე ფასების შემცირება მოითხოვა.

“ჩვენ გვინდა, რომ მათ ფასების ზრდა შეწვიტონ და ტარიფები შეამცირონ. ჩვენ აღარ შევეგუებით ამ საშინელ ფასებს”, – განაცხადა ამერიკის ლიდერმა.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ “ოპეკის” ქვეყნები “დანარჩენ ქვეყნებს გაუსწორდნენ”. ამერიკის ლიდერმა დასძინა ისიც, რომ მას ეს არ მოსწონს.  “ჩვენ ამ ქვეყნებს დავიცავთ…”, – აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა “ოპეკს” ნავთობზე ფასების შემცირებისკენ 20 სექტემბერსაც მოუწოდა. მან განმარტა, რომ შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს იცავს, რომლებიც ვაშინგტონის გარეშე “უსაფრთხო არ იქნებიან”.

“მიუხედავად ამისა, ისინი კვლავ შეეცდებიან ნავთობის ფასი გაზარდონ!”, – განაცხადა ამერიკის ლიდერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად