დონალდ ტრამპმა კვლავ განაცხადა, რომ ავღანეთიდან ჯარებს გამოიყვანს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ დაჰპირდა ამერიკული ჯარის ავღანეთიდან გაყვანას. მან შესაბამისი განცხადება გააკეთა არიზონაში საარჩევნო აქციის ფარგლებში.

თეთრი სახლის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ავღანეთის ტერიტორიის დატოვება დაიწყეს.

“სხვათა შორის, ჩვენ მივდივართ, ისინი ყველა ბრუნდებიან”, – თქვა ტრამპმა.

ამერიკის ლიდერმა საარჩევნო კამპანიის დროს ისაუბრა აშშ-ს სამხედრო ოპერაციების დასრულებაზე ერაყსა და ავღანეთში. ეს იყო მისი დაპირებების მთავარი წერტილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად