დონალდ ტრამპმა კუბის წინააღმდეგ სავაჭრო სანქციები გაახანგრძლივა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კუბის წინააღმდეგ სავაჭრო სანქციები 2020 წლის 14 სექტემბრამდე გაახანგრძლივა. ამერიკის ლიდერის შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის პრესსამსახურმა გაავრცელა.

”გადავწყვიტე, რომ კუბის წინააღმდეგ საპასუხო ზომები ერთი წლით გახანგრძლივდეს, რაც შეერთებული შტატების ინტერესებშია”, – ნათქვამია განცხადებაში.

სანქციები „მტერთან ვაჭრობის შესახებ“ კანონის შესაბამისად გახანგრძლივდა. ის პრეზიდენტს უფლებას აძლევს,  შეერთებული შტატების მიმართ მტრულ დამოკიდებულებაში მყოფი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს. ასევე, ამერიკის ლიდერს, ამ კანონის თანახმად, უფლება აქვს შეამსუბუქოს სანქციები ან გასცეს სპეციალური ლიცენზია გარიგებების შესასრულებლად.

შეერთებულმა შტატებმა კუბის წინააღმდეგ სანქციები პირველად 1960 წელს დააწესა. თავდაპირველად, აკრძალვა ეხებოდა შაქარს და ავტომობილებს, მაგრამ მალევე გადაწყვიტეს, აკრძალვა ყველა საქონელს შეხებოდა, გამონაკლისი საკვები და მედიკამენტები იყო. 1962 წელს პრეზიდენტმა ჯონ კენედმა  კუბასთან ვაჭრობა სრულად აკრძალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად