დონალდ ტრამპმა კორონაკრიზისის შედეგად დაზარალებულთა დახმარების შესახებ გამოსცა განკარგულებები

კონგრესთან მოლაპარაკების ჩავარდნის შემდეგ დონალდ ტრამპმა მოქალაქეების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით
თავად გამოსცა განკარგულებები

დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი განკარგულებების თანახმად, გაგრძელდება უმუშევართა დახმარება პროგრამა და უმუშევრები კვირაში 400$-ით გაზრდილ დახმარებას მიიღებენ.
 
გარდა ამისა, ის ამერიკელები რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათას $-ზე ნაკლებია, ასეთი კი მოსახლეობის 98%-ია, გათავისუფლდებიან ხელფასიდან იმ გადასახადების გადახდისგან, რომლებიც სოციალური უზრუნველყოფის და სხვა ფედერალური პროგრამებისთვის გამოიყენება.
 
განკარგულებების მიხედვით შეჩერდება არენდის ქირის ან იპოთეკური დავალიანების გამო გამოსახალება და მიღებული იქნება ზომები სტუდენტთა სწავლის ქირის ტვირთის შესამსუბუქებლად.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად