დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს მორიგი შეხვედრა შესთავაზა

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს კიდევ ერთი შეხვედრა შესთავაზა. ინფორმაციას სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს თებერვლის შუა რიცხვებში ვიეტნამში შეხვედრა შესთავაზა.

ჩრდილოეთ კორეაში აღნიშნული შეთავაზება განიხილეს, თუმცა ჯერჯერობით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ფხენიანის მხრიდან საბოლოო პასუხი არ მიუღია.

მანამდე, სამხრეთ კორეული გამოცემა Chosun Ilbo დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის მეორე შეხვედრა 2019 წლის იანვარშია დაგეგმილი.

შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთ კორეის ისტორიული სამიტი ივნისში, სინგაპურში გაიმართა, სადაც დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის მიღწევას ისახავს მიზნად.

სექტემბერში თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა და ახალი შეხვედრის გამართვა ითხოვა. ტრამპის განცხადებით, მას კიმ ჩენ ინთან სინგაპურის სამიტის შემდეგ დადებითი ერთიერთობა აქვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...