დონალდ ტრამპმა, ჯორჯ ბუშ უფროსის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ქვეყნის 41-ე პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ უფროსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა. შესაბამის განცხადებას იგი თავის ოფიციალურ ტვიტერზე აქვეყნებს.

“თავისი სიბრძნით, რწმენით, პრეზიდენტი ბუში იყო თავისი მოკავშირეების მამოძრავებელი ძალა, რათა ემსახურათ სახელმწიფოსთვის”, – წერს ტრამპი.

მან აგრეთვე ისაუბრა ჯორჯ ბუში უფროსის დამსახურებების, გამარჯვებებისა და ცივი ომის დასრულების შესახებ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უფროსი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ქვეყნის მეთაურის პოსტი ერთი ვადით, 9189-დან 1993წლამდე ეკავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად