დონალდ ტრამპმა გარემოსდამცველი აქტივისტები ”აპოკალიფსის” პროგნოზირებაში დაადანაშაულა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე ის გარემოსდამცველი აქტივისტები გააკრიტიკა, რომლებიც ირწმუნებიან, რომ კაცობრიობა საფრთხეშია.

“ჩვენ უნდა უარვყოთ მარადიული წინასწარმეტყველები, რომლებიც სიკვდილსა და აპოკალიპსს პროგნოზირებენ” – განაცხადა ტრამპმა.

“ახლა არა პესიმიზმის, არამედ ოპტიმიზმის დროა”,-აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა.

არაერთმა დასავლურმა მედიასაშუალებამ ეს სიტყვები 17 წლის ეკოაქტივისტ გრეტა თუნბერგთან დააკავშირა, რომელიც მსოფლიო ლიდერებს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, უმოქმედობის გამო აკრიტიკებს.

დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, დავოსის ფორუმზე წამოწყებულ “ერთი ტრილიონი ხის” ინიციატივას შეუერთდეს.

დღეს, შვედმა გარემოსდამცველმა აქტივისტმა, გრეტა თუნბერგმა დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე პრეტენზია გამოთქვა, რომ მსოფლიოში პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა მას შემდეგ, რაც მან დაახლოებით წელიწადნახევრის წინ კლიმატის დასაცავად საკუთარი კამპანიის განხორციელება დაიწყო.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად