დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის გათავისუფლების მიზეზები განმარტა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯონ ბოლტონის მიმართ არსებული პრეტენზიების შესახებ ისაუბრა, რომელმაც ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობა 10 სექტემბერს დატოვა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპის თქმით, ჯონ ბოლტონს ვენესუელის საკითხთან დაკავშირებით არასწორი პოზიცია ჰქონდა. სახელმწიფოს მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ყოფილი მრჩეველი თეთრ სახლში მნიშვნელოვან ადამიანებთან ერთად შეხვედრებს არ მართავდა და მან არაერთი შეცდომა დაუშვა, მათ შორის ჩრდილოეთ კორეის შესახებ რეკომენდაციებში.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ის მრჩევლის თანამდებობაზე ხუთ კანდიდატს განიხილავს: მან ხუთივეს “ძალიან გამოცდილი ადამიანი” უწოდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლის მოვალეობის შემსრულებელი დროებით ჩარლი კაპერმენი იქნება.

11 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომჯონ ბოლტონის თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლო მიზეზი  ირანის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო. დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის შემსუბუქების მომხრე იყო, ხოლო ბოლტონი კატეგორიული წინააღმდეგი.

ტრამპმა ბოლტონი 10 სექტემბერს გაათავისუფლა. ის რაც წელიწად ნახევარზე მეტია, რაც ამ თანამდებობას იკავებდა. ამერიკის ლიდერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მის მრჩეველს მკაცრი შეხედულებები გააჩნდა, მაგრამ ის მის შეკავებას ახერხებდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...