დონალდ ტრამპმა აშშ-ს მომავალ ადმინისტრაციას წარმატება უსურვა

შეერთებული შტატების ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა გამოსამშვიდობებელ სიტყვაში აღიარა ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლა და წარმატება უსურვა მას.

“ამ კვირაში ჩვენ მოვახდენთ ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაციას და მე ვილოცებ მისი წარმატებისთვის, რათა ამერიკა იყოს უსაფრთხო და წარმატებული”, – ციტირებს ტრამპის სიტყვით გამოსვლას თეთრი სახლის პრესსამსახური.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა გააძლიერა ალიანსები და მოახდინა ქვეყნების მობილიზება ჩინეთის წინააღმდეგ.

აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლიტიკური ძალადობა, რომელიც 6 იანვარს კაპიტოლიუმზე განხორციელებული შტურმის დროს  მოხდა, გამართლებული არ არის.

“კაპიტოლიუმზე თავდასხმის შედეგად ყველა ამერიკელი შეშინდა. პოლიტიკური ძალადობა არის შეტევა ყველაფერზე, რასაც ამერიკელები პატივს სცემენ. იგი არასოდეს უნდა ავიტანოთ”, – ციტირებს თეთრი სახლის პრესსამსახური ტრამპის გამოსამშვიდობებელ სიტყვას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად