დონალდ ტრამპმა აშშ-ს გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორი, ჯეფ სეშნსი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის მოვალეობის შემსრულებლად მეთიუ უიტაკერი დანიშნა. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ დონალდ ტრამპმა Twitter- ის გვერდზე დაწერა.

“მოხარული ვარ განვაცხადოთ, რომ იუსტიციის დეპარტამენტში გენერალური პროკურორის ჯეფ სეშნსის აპარატის ხელმძღვანელი, მეთიუ უიტაკერი აშშ-ის გენერალური პროკურორის ახალი მოვალეობის შემსრულებელი იქნება“,-დაწერა დონალდ ტრამპმა.

თეთრი სახლის ლიდერმა ასევე მადლობა გადაუხადა ჯეფ სეშნსს გაწეული სამსახურისთვის. პრეზიდენტმა დასძინა, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატურების ვინაობას მოგვიანებით დაასახელებს.

Reuters-ის ცნობით, გათავისუფლების თაობაზე დაწერილ წერილში ჯეფ სეშნსი წერს, რომ პოსტს პრეზიდენტის თხოვნით ტოვებს.

“გენერალური პროკურორობის დროს, ჩვენ აღვადგინეთ და დავიცავით კანონის უზენაესობა. გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო”,-ციტირებს გამოცემა Washington Examiner-ი ჯეფ სეშნსის სიტყვებს.

ჯეფ სეშნსი ამერიკის შეერთებული შტატების 84-ე გენერალური გენერალური პროკურორი იყო, რომელმაც თანამდებობა გასული წლის თებერვალში დაიკავა. ამა პერიოდში სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი დაინიშნა, რომელიც 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას იძიებს.

სტატიის ავტორი თაკო ჩხაიძე
კომენტარები
იტვირთება...