დონალდ ტრამპმა აშშ-ის დროებით ბიუჯეტს ხელი მოაწერა და “შათდაუნი” თავიდან აიცილა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს დროებითი ბიუჯეტის შესახებ, რომელიც 20 დეკემბრამდე იმოქმედებს.

დოკუმენტი კონგრესს საშუალებას აძლევს დაამტკიცოს გრძელვადიანი ფინანსური გეგმა და თავიდან იცილებს „შათდაუნს“ – სახელმწიფო სტრუქტურების დაფინანსების შეწყვეტას და ხელისუფლების მუშაობის შეჩერებას.

წინა ბიუჯეტი 21 ნოემბრის შუაღამემდე მოქმედებდა.

მანამდე, 19 ნოემბერს, აშშ-ის წარმომადგენლთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს სახელმწიფო დაწესებულებების დაფინანსებას 20 დეკემბრამდე. შემდეგ იგი სენატმაც დაამტკიცა.

2018 წლის ბოლოს, დონალდ ტრამპსა და დემოკრატიულ პარტიას შორის წარმოქმნილმა დავამ ქვეყნის ხელისუფლების მუშაობის 35 დღით შეჩერება გამოიწვია, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამისი მიზეზი კი ის გახდა, რომ დემოკრატებს არ სურდათ თანხა გამოეყოთ მექსიკის საზღვართან კედლის აშენებისთვის. საბოლოოდ ამისთვის პრეზიდენტმა, მოთხოვნილი 5,7 მილიარდი აშშ დოლარის ნაცვლად 1,3 აშშ მილიარდი დოლარი მიიღო.

მაშინ კონგრესმა, „შათადაუნის“ გამო, ამერიკის ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი 3 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასა. მთლიანობაში, ქვეყნის ეკონომიკამ 35 დღის განმავლობაში 11 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დაკარგა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად