დონალდ ტრამპმა ამერიკელებს მის შესახებ ბიოგრაფიული წიგნის წაკითხვა ურჩია

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს ურჩია, ახალი წიგნი The Real Deal, My Decade Fighting Battles and Winning Wars With Trump წაიკითხონ, რომელიც მას ეხება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა.

“წიგნი მშვენიერია. ორმა ადამიანმა დაწერა, რომლებიც ძალიან ჭკვიანები არიან და კარგად მიცნობენ: ჯორჯ სორიალი და დემიენ ბეიტსი…”, – წერს ტრამპი Twitter-ზე.

ჯორჯ სორიალი დონალდ ტრამპის ორგანიზაციაში (Trump Organization)ათ წელზე მეტხანს მუშაობდა. მან კომპანია 2017 წელს დატოვა. როგორც Fox News იუწყება, წიგნის ანოტაციაშია ნათქვამია, რომ პრეზიდენტის პირადი ადვოკატი „რეალურ ტრამპს“ წარმოაჩენს.
წიგნი აშშ-ში სამშაბათიდან გაიყიდება. გამოქვეყნებისთანავე მისი შეძენა Amazon-ის ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი და მისი ღირებულება $ 18.89 იქნება.

გასული წლის სექტემბერში დონალდ ტრამპმა “ვაშინგტონ პოსტის” ჟურნალისტის ბობ ვუდვორდის წიგნი „შიში: ტრამპი თეთრ სახლში“ გააკრიტიკა.

თეთრი სახლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ბობ ვუდვორდის ახალი წიგნი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...